ძლიერი სეტყვა საგარეჯოში - ვრცელდება კადრები ადგილიდან

სეტყვა

სეტყვა იყო ცოტა ხნის წინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა როგორც ქალაქ საგარეჯოში, ასევე სოფლებში, კაკაბეთში, მანავში, ჩაილურსა და გიორგიწმინდაში დაფიქსირდა.

რა ზარალი მიიღო მუნიციპალიტეტმა, ამ დროისათვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
მეორე დღეა, კახეთის რეგიონში სეტყვა და ქარია.

გუშინ სეტყვა და წვიმა მოვიდა გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებშიც.