თეთრი სახლის სპიკერი: მხოლოდ ტრამპმა იცის თავისი გეგმები ირანთან დაკავშირებით

კეროლაინ ლევიტი

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია, ვინც იცის თავისი გეგმები ირანთან დაკავშირებით.

ეს განცხადება მოჰყვა მის განმეორებით გაფრთხილებებს საბოლოო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე.

„ირანის რეჟიმს აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათამდე [შენიშვნა: თბილისის დროით დილის 4 საათამდე] აქვს დრო, რათა გამოიყენოს მომენტი და დადოს შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა AFP-სთვის მიცემულ განცხადებაში.

„მხოლოდ პრეზიდენტმა იცის, რა ეტაპზეა პროცესი და რის გაკეთებას აპირებს იგი“, - დასძინა მან.