შეცდომა, რომელსაც მორწმუნეები აღდგომის ღამეს უშვებენ - ღვთის მსახურის განმარტება
1775592664
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დანაშაულების შემცველ მუქარებს თუ შეასრულებს, თეირანი უმოქმედოდ არ დარჩება, დაუყოვნებლივ და პროპორციულ ზომებს მიიღებს“, – ამის შესახებ გაეროში ირანის წარმომადგენელმა, ამირ საეიდ ირავანიმ განაცხადა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის მუქარები წარმოადგენს როგორც ომის დანაშაულების, ასევე, პოტენციური გენოციდის წაქეზებას.
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ამირ საეიდ ირავანიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმონ ტრამპის რიტორიკა, ვიდრე გვიანი არ არის.
„ირანი არ იდგება უმოქმედოდ ასეთი მძიმე ომის დანაშაულების წინაშე. ის უყოყმანოდ გამოიყენებს თავდაცვის უფლებას და დაუყოვნებლივ და პროპორციულ საპასუხო ზომებს მიიღებს“, – განაცხადა გაეროში ირანის წარმომადგენელმა.