როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში
1775592091
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 8 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის, ზურაბ იარაჯულის და გიორგი მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას",- ვკითხულობთ „თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.