დიდთოვლობის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა

თელავი

დიდთოვლობის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა.
ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი დღის განმავლობაში არ იმუშავებს.

„მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური ტრანსპორტი 18 იანვარს არ იმუშავებს.თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში მძიმე ტექნიკის საშუალებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. მოსახლეობას ვთხოვთ, იმოძრაონ ტექნიკურად გამართული ავტოტრანსპორტით და გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე"- აცხადებენ მერიაში.თელავში გუშინდელი ღამიდან გადაუღებლად თოვს. მეტეოროლოგები უხვ ნალექს და დაბალ ტემპერატურას კიდევ ორი დღის განმავლობაში პროგნოზირებენ.