ეს დაავადება ხშირად ვირუსით ინიღბება... - პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

 ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

„ბოლო ორი კვირაა გახშირდა საშარდე გზების ინფექციები ბავშვებში, რომელიც ჩვილ ასაკში ხშირად გრიპის ვირუსით ინიღბება.
ბევრ მშობელს ჰგონია, რომ სიცხე ყოველთვის ვირუსია…
ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს შარდსასქესო გზების ინფექცია.
ჩვილებში სიმპტომები ხშირად შეუმჩნეველია:
 მაღალი ტემპერატურა აშკარა მიზეზის გარეშე
 ჭირვეულობა, მოთენთილობა
 ცუდი მადა, ღებინება
 შარდის მძაფრი სუნი
მოზრდილებში
 წვა ან ტკივილი შარდვის დროს
 ხშირი შარდვა მცირე რაოდენობით
 მუცლის ან წელის ტკივილი
  შარდში სისხლის მინარევი
 ღამის შარდვა (თუ ადრე არ ჰქონია)
აუცილებლად გახსოვდეთ,რომ
  სიცხე მიზეზის გარეშე – ყოველთვის საჭიროებს შემოწმებას
  შარდის ინფექცია არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ
  დროული მკურნალობა იცავს აღმავალი ინფექციის განვითარებისგან  აუცილებლად მიმართეთ ექიმს დროულად, არ დაიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია ლაბორატორიული ტესტის გარეშე!
  „სიცხე ყოველთვის ვირუსი არ არის " - წერს პედიატრი.