ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს

დემონტაჟი

ბათუმის ბულვარში, სანაპირო ზოლზე განთავსებული, კიდევ ერთი ობიექტის დემონტაჟი და არსებული სივრცის გათავისუფლება მიმდინარეობს. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოეწურა.

სსიპ ბათუმის ბულვარის შესაბამისი სამსახურის მიერ, ტერიტორიიდან ობიექტის დროულად გატანის თაობაზე მეპატრონის გაფრთხილების და მასთან შეთანხმების საფუძველზე, მიღებულ იქნა მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება. სადემონტაჟო სამუშაოები, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება და ტერიტორიიდან სამშენებლო კონსტრუქციების გატანას, ასევე ტერიტორიის მოწესრიგებას და საზოგადოებრივი სივრცის გათავისუფლებას ითვალისწინებს. პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება და სრულად მოიცავს ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა იმ ობიექტის დემონტაჟს, რომელთა საიჯარო ვადა ამოწურულია.