გრენლანდიასა და დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

აქცია

გრენლანდიასა და დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. კუნძულოვანი ტერიტორიის დედაქალაქ ნუუკში ათასობით ადამიანი გამოვიდა და დონალდ ტრამპის გრენლანდიის შტატებისთვის გადაცემის შესახებ მოთხოვნა გააპროტესტა. აქციას გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. დემონსტრაცია შეერთებული შტატების საელჩოს წინ გაიმართა.

გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის გეგმების წინააღმდეგ მსვლელობა კოპენჰაგენშიც მოეწყო. საპროტესტო აქცია დანიის დედაქალაქში ლოზუნგით - „ხელები შორს გრენლანდიისგან“ გაიმართა. კოპენჰაგენის მერის განცხადებით, დანია მხარს უჭერს გრენლანდიელ ძმებს და ცალსახა გზავნილს აგზავნის - გრენლანდია არ იყიდება.