დავით ლობჟანიძე ონში ბეერ-შევას სახელობის სკვერში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

დავით ლობჟანიძე ონში ბეერ-შევას სახელობის სკვერში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან პაატა მაისურაძესთან ერთად, ქალაქ ონში ბეერ-შევას სახელობის სკვერში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ინიციატივას, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 954 444 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტს შეემატება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე.

სარეაბილიტაციო პროექტი მოიცავს ტერიტორიის სრულ განახლებასა და კეთილმოწყობას, მათ შორის:

სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას — ჩოგბურთის მოედნის, გარე ტრენაჟორებისა და ჭადრაკის სივრცის მოწყობას;

დასასვენებელი ზონების მოწყობას — საფეხმავლო და ველობილიკების დაგებას, ფანჩატურებისა და დეკორატიული სკამების მონტაჟს;

გარე განათების სისტემების დამონტაჟებასა და გამწვანების სამუშაოებს.

პროექტის მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე, კომფორტული და მრავალფუნქციური რეკრეაციული გარემოს შექმნა.