ჩხოროწყუში, სასაკლაოს გვერდის ავლით საქონლის დაკვლის ფაქტი გამოვლინდა

სასაკლაოს გვერდის ავლით საქონლის დაკვლის ფაქტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შსს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს სამმართველოს და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი კ. წ. (მის: ჩხოროწყუ, სოფ. ლეწურწუმე) სავალდებულო აღიარებისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, სასაკლაოს გვერდის ავლით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კლავდა საქონელს.

ადგილზე დაილუქა გაურკვეველი წარმომავლობის, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი.

ფიზიკური პირი დაჯარიმდა და აეკრძალა საქმიანობა სავალდებულო აღიარების, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სასაკლაოს მიმართ არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ცხოველის ხორცი შეიცავს მაღალ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება (აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ გაიარა დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით). მომხმარებელს აქვს უფლება, სარეალიზაციო ობიექტში მოითხოვოს ვეტერინარული შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2.