ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთსა და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ14-კმ33 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გზა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ14-კმ33 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

✕