ბულვარში შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბულვარში შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარის მიმდებარე სანაპირო ზოლის გაწმენდის და აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროცესში სპეცტექნიკა,  ბათუმის ბულვარის და სანდასუფთავების მობილური ჯგუფები არიან ჩართულები.

ბათუმში განვითარებული უამინდობისა და ზღვაზე 7 ბალიანი შტორმული ვითარების შედეგად, ბულვარის სანაპიროს პრომენადი ქვაღორღით დაიფარა.

ცალკეულ ლოკაციებზე აღინიშნებოდა დატბორვა და ინფრასტრუქტურის დაზიანებები. თუმცა, ამ ეტაპზე  მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოვლენილა.

ბათუმის ბულვარის პირვანდელი იერსახის აღდგენა უმოკლეს დროში დასრულდება.