„ლევან ხაბეიშვილს თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის გეგმავდა მშვიდობიან, უსაყვარლეს გადატრიალებას, როგორც თავად უწოდებენ“ - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

„ლევან ხაბეიშვილს თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის გეგმავდა მშვიდობიან, უსაყვარლეს გადატრიალებას, როგორც თავად უწოდებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ხაბეიშვილი რომ დანაშაულის გამო არის ბრალდებული და არა პოლიტიკური ნიშნით, ამაზე თავად ხაბეიშვილის განცხადებები მიუთითებს.

"თუ ადამიანი კონკრეტული დანაშაულისთვის არის ბრალდებული, მიუხედავად მისი პოლიტიკური საქმიანობისა, რა თქმა უნდა, ის არის დამნაშავე და არა პოლიტიკური პატიმარი.

ლევან ხაბეიშვილს თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის გეგმავდა მშვიდობიან, უსაყვარლეს გადატრიალებას, როგორც თავად უწოდებენ. ამისთვის ქრთამს აძლევდა კონკრეტული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ამაზე მეტი დადასტურება არ არსებობს იმისა, თუ რა გეგმა ჰქონდათ და რისთვის აქვს მას ბრალი წარდგენილი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე იმსჯელა. პროცესს ხაბეიშვილი დაესწრო, ზოდელავამ კი სასამართლოში გამოცხადებაზე უარი თქვა.