ბორჯომში რამდენიმე მრავალბინიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად სამ მისამართზე ხორციელდება: სააკაძის N2-ში, თამარ მეფის ქუჩა N28-სა და მესხეთის N24-ში.

პროექტის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ძველი, დაზიანებული გადახურვა სრულად იცვლება თანამედროვე და უსაფრთხო მასალებით, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემას საბოლოოდ მოუგვარებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მოსახლეობისთვის ღირსეული და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და კორპუსების მოწესრიგება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

✕