ბორჯომში ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ბორჯომი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან, მერის პირველ მოადგილე ბიბო პაპიძესთან, მერის მოადგილე გელა მაღრაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. დღეს პატივს მივაგებთ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შესწირეს.

აფხაზეთის ომმა არაერთი ადამიანის, როგორც სამხედრო მოსამსახურის, ისე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ მათი თავგანწირვა და ღირსეულად მივაგოთ პატივი თითოეული გმირის ხსოვნას. მათი თავდადება საქართველოს უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ მათი ხსოვნა და პატივი“, - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა.
 
 

 

ნათელი მ                

✕