1794553553
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში ახალი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში ახალი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სივრცე, დაიგო მწვანე საფარი, მოედნის პერიმეტრზე დამონტაჟდა ლითონის დამცავი ბადეები, ენერგოეფექტური გარე განათების სისტემა და კეთილმოწყო მიმდებარე ტერიტორია.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებული სივრცეების განახლება ბორჯომის მუნიციპალიტეტში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.












