ბათუმის სანაპირო ზოლზე უნებართვო ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს

ბათუმის  სანაპირო ზოლზე უნებართვო ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სანაპირო ზოლზე, კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს.

ძველი ბულვარის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბს, ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოეწურა, რის საფუძველზეც მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

სამუშაოები, ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობით და ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობით მიმდინარეობს.

დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სამშენებლო ნარჩენების გატანა მოხდება, ასევე უზრუნველყოფილი იქნება  ტერიტორიის დასუფთავება და უმოკლეს დროში მოწესრიგება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ბულვარის ვიზიტორებისთვის მიმზიდველი და კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნას.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, განაშენიანების გეგმის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს მუშაობას უსახური და უნებართვო ობიექტების გამოვლენისა და რეაგირების კუთხით.