ბათუმის მერიის განცხადება უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა შესახებ

ბათუმის მერიის განცხადება

ბათუმის მერიის განცხადება უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა შესახებ:

„ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბათუმის მერია უსახლკარო მოქალაქეების განცხადებებს არ იღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

განცხადების მიღებაზე უარი ეთქვათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არიან რეგისტრირებულნი.

ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის უსახლკარო სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1-ელ მაისამდე გრძელდება.

განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისთვის განსაზღვრული განაცხადის სპეციალური ფორმები.

განაცხადების მიღება შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

* გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული - აფსაროსის მე-3 შეს. №22
* აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული - აეროპორტის გზატკეცილის №55
* სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული - დიდაჭარის ქ. №21
* კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული - კახაბრის ქ. №28გ
* აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული - დავით აღმაშენებლის ქ. №19ა 
* ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძის ქ. №7
* ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ი. ჯავახიშვილის ქ. №70
* თამარის ადმინისტრაციული ერთეული - კონსტიტუციის ქ. №1 
* ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული - გოგოლის ქ. №14
* ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული - ვაჟა-ფშაველას ქ. №91ა
* ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული - ლერმონტოვის №46 
* რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული - ლერმონტოვის ქ. №8
* ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული - ლუკა ასათიანის ქ. №37ა
* მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული - თამარ მეფის გამზირი №16

უსახლკაროებო პირთა და ოჯახთა სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები, წესი და დამტკიცებული განაცხადების ფორმები იხილეთ ბმულზე“- წერია განცხადებაში