ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს
1769702974
„გამჭვირვალობის“ ქართული კანონი რომ მივიღეთ და ისტერიკა რომ გამართეს მდიდარმა ენჯეოებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა პარტიებმა და დაარქვეს რუსული კანონი, ამის შემდეგ წლები გავიდა და ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა, რომ არაფერი რუსული ამაში არ ყოფილა, ითვალისწინებდა მხოლოდ გამჭვირვალობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, რომ კიდევ უფრო დაიცვას საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი მავნე ჩარევებისგან, რომელიც მოდის გარედან.
„აშშ-მ დაადასტურა ყველაფერი რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით USAID-ის და NED-ის შემთხვევაში, თუ როგორ აფინანსებდნენ ისინი რევოლუციის სცენარებს სხვადასხვა ქვეყნებში, არა მხოლოდ ჩვენთან. ჩვენ ვამკაცრებთ კონკრეტულად ამ მიმართულებით.
თუ კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს, ამ შემთხვევაში მისსავე ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს და ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს, თუ რა პროექტებზე მუშაობენ. პრობლემა არავისთვის არ უნდა იყოს მთავრობისთვის გრანტის შეთანხმება, ვინაიდან დონორი ათანხმებს მთავრობასთან იმ სახის გრანტს, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთი გრანტი დასაშვები იქნება.
მკაცრდება მიდგომა ევრო ბიუროკრატების მხრიდან გაჟღერებული მუქარებისა და ჩვენ უნდა გადავაზღვიოთ ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.