„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
ბათუმის ბულვარში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულმა პლაჟმა ზაფხულის სეზონისთვის მუშაობა კვლავ განაახლა.
რესტორან „ძველი გემისა“ და გრიბოედოვის ქუჩის მიმდებარედ სანაპირო ზოლზე მოწყობილია ადაპტირებული ინფრასტრუქტურა — ბილიკი, საშხაპე, გასახდელი და ტივტივა ეტლები, რაც ზღვისპირა დასვენებას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის.
დამხმარე ასისტენტები მომხმარებლებს უფასოდ გაუწევენ საჭირო მომსახურებას.
უსაფრთხოების მიზნით, პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებულ საინფორმაციო დაფებზე განთავსებულია ტივტივა ეტლების სარგებლობის წესები.