UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
რუსეთმა კონსტანცაში რუმინეთის საკონსულოს დახურვასთან დაკავშირებით რუმინეთის ელჩი დაიბარა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, რუმინეთის ელჩი საგარეოსი დაიბარეს, რათა იმ საპასუხო ზომების შესახებ აცნობონ, რისი მიღებაც რუმინეთის საკონსულოს დახურვის შემდეგ გადაწყვიტეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს რუმინეთმა კონსტანცაში რუსეთის საკონსულო დახურა და რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბუქარესტში მას შემდეგ მიიღეს, რაც რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა და ორი ადამიანი დაშავდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა.
ცნობისთვის, რუმინეთმა კონსტანტაში რუსეთის საკონსულო დახურა და რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა.