ბათუმის ბულვარის შესასვლელთან აფეთქება იყო

ბათუმი

ბათუმში, ბულვარის შესასვლელთან მდებარე მშენებარე შენობაში აფეთქება იყო.  

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ გაზის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.