ბათუმის ცენტრში აფეთქების ძლიერი ხმა გაისმა - ვითარება ადგილზე

აფეთქება ბათუმში

ბათუმში, ბულვარის შესასვლელთან მდებარე მშენებარე შენობაში აფეთქება იყო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ გაზის ბალონი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებული თურქეთის მოქალაქეა.