მზიანი დღეები და საღამოს ხანმოკლე წვიმები – მეტეოროლოგის უახლესი პროგნოზი
1783326852
ასპინძის კულტურის ცენტრში ,,პირველობა ნარდში” ჩატარდა. აღნიშნულ პირველობაზე მონაწილეობდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნარდის მოყვარულები. პირველობაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები თასით, სიგელებით და შესაბამისი ხარისხის მედლებით დააჯილდოვა. პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულ მონაწილეს საჩუქრად ნარდი გადაეცა. ღონისძიება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.