ანზორ კვიციანს, რომელსაც სახლი მთლიანად დაეწვა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ანზორ კვიციანი

მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემში მცხოვრებ ანზორ კვიციანს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 

იგი გახლავთ სვანეთის კუთხის ღირსეული წარმომადგენელი, ჰუმანური სიკეთეებითა და ღირებული თვისებებით გამორჩეული ადამიანი, რომელიც შრომისმოყვარეობით, საკუთარი კუთხისადმი სიყვარულითაა გაჟღენთილი, სუფთა და დაუდეგარი ადამიანი.

სამწუხაროდ, ამ ღირსეულ ადამიანს დღეს ჩვენი ყველასი ერთობლივი თანადგომა და დახმარება სჭირდება!
რამდენიმე დღის წინ მას დაეწვა სახლი და მისგან ახლა მხოლოდ კედლებია დარჩენილი.

მთელი ოჯახი ძალიან განიცდის მომხდარს და იქნებ როგორმე შევძლოთ და მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ერთ-ერთი სამაგალითო ოჯახის დასახმარებლად.

მკაცრი ზამთრის გადატანა არცთუ ისე იოლია, როდესაც არაფერი გაგაჩნია და ხარ ღვთის მოწყალების იმედად, ყოველდღიურად ფიქრი იმაზე თუ როგორ გადარჩე და რა შეგიძლია, რომ გააკეთო საკუთარი თავისთვის, რადგან ნახევარზე მეტმა ცხოვრებამ განვლო და თავიდან გიწევს არსებობისთვის ბრძოლა.

მოგმართავთ თხოვნით ჩაერთოთ ქველმოქმედებაში.“ - წერს მარი ჯაფარიძე.

შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ:

#ბაზისბანკი

ბანკის კოდი: CBASGE22

ანგარიშის ნომერი: #GE70BS0000000009745366

მიმღები: კვიციანი ანზორ

#საქართველოსბანკი

ბანკის კოდი BAGAGE22

მიმღები: კვიციანი ანზორ

ანგარიშის ნომერი: #GE38BG0000000376352754