ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანნა იაშვილმა 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანნა იაშვილმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ამბროლაურში წარმატებით ხორციელდება „პროფესიული შინ მოვლის პროგრამა“.
„პროფესიული შინ მოვლის პროგრამა“ მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს მათ საცხოვრებელ გარემოში აწვდიან სამედიცინო, საბაზისო და სოციალურ მომსახურებას.

შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ მუნიციპალიტეტი და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაცია მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებენ, რათა პროგრამა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.ამ ეტაპზე პროგრამის სერვისით 120 ბენეფიციარი სარგებლობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტში.შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ასლან საგანელიძე, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მარინე ჯაფარიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ივანე ცაგურიშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.