საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
სოფლების თისელის, ტყემლანის და აწყურის მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მათი მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
საერთო კრებებსა და საკონსულტაციო შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
ძირითად პრიორიტეტებად სოფლებში - თისელსა და აწყურში გარე განათება, ხოლო სოფელ ტყემლანაში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასახელდა.
პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაც დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტისათვის თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
პრიორიტეტების გამოსავლენად მოსახლეობასთან შეხვედრები 18 თებერვლიდან 9 მარტამდე გაგრძელდება. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა. შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.