საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, გამართულ სარწყავ სისტემებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსავლის რაოდენობა, ხარისხის მაჩვენებელი და აქედან გამომდინარე, ფასიც.
„თუ გვექნება უხვი მოსავალი, გვექნება დაბალი ფასები. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ დარგის განვითარებას. დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, აქტუალური საკითხია წყლის რაციონალური გამოყენება ისეთი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც საქართველოა, ვგულისხმობ წყლის რესურსების სიმდიდრეს. ჩვენი მიზანია, მინიმალური დანაკარგებით მივაწოდოთ წყალი ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
წყლის რაციონალურად გამოყენების საკითხზე საუბრის დროს, გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა მორწყვის სწორი სქემების დანერგვის მნიშვნელობასაც.