ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
ხალხურ მედიცინაში ჟოლო დიდი ხანია ცნობილია, როგორც გაციების საწინააღმდეგო საშუალება, თუმცა თანამედროვე მეცნიერება გაცილებით შორს მიდის.
ინდოელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ არომატულ კენკრას შეუძლია ორგანიზმი ქრონიკული ანთებითი პროცესებისგან დაიცვას, რომლებიც ისეთი მძიმე დაავადებების საფუძველია, როგორიცაა კიბო და ართრიტი.
მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ჟოლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. მისი მთავარი ძალა პოლიფენოლებშია,
კერძოდ:
ანტოციანინები - ნივთიერებები, რომლებიც ჟოლოს ფერს სძენს და უძლიერესი ანტიოქსიდანტებია.
ელაგის მჟავა - ნაერთი, რომელიც ცნობილია სიმსივნის საწინააღმდეგო პოტენციალით.
ფლავონოიდები - რომლებიც იმუნურ სისტემას დაბალანსებაში ეხმარება.
მეცნიერთა რეკომენდაცია
მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიულმა კვლევებმა ფანტასტიკური შედეგი აჩვენა, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა მეტი კლინიკური კვლევა ადამიანებზე, რათა დადგინდეს ჟოლოს ზუსტი „სამკურნალო დოზა“.