მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის
1784105500
ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ნინო ღვინიაშვილი, სოციალურ ქსელში, კოსმეტოლოგიაში არსებული, ყველაზე
საშიში პროცედურის შესახებ საუბრობს.
„ყველაზე საშიში პროცედურა კოსმეტოლოგიაში, ეს არის ფილერით შევსება წარბებს შორის სივრცის, ანუ გლაბერალური ზონის.
კადრში ჩანს, რომ ამ ზონაზე მძლავრი სისხლმომარაგებაა. ყველასთვის ცნობილი, თვალბუდის არტერია მიემართება წარბებს შორის სივრცეში. აქედან გამომდინარე, თუ ერთი წვეთი ფილერიც კი მოხვდა მასში, ან მის ახლოს მდებარე რომელიმე სისხლძარღვზე მოახდინა კომპრესია, მივალთ სავალალო მდგომარეობამდე, რომელიც შეიძლება დამთავრდეს პაციენტის სიბრმავით.
აღარ ვსაუბრობ იმ გვერდით მოვლენებზე, რომელიც შეიძლება თავისთავად ახლდეს ამ პროცესს და ეს არის ქსოვილის ნეკროზი, რომელმაც შეიძლება დატოვოს დანაწიბურებული არე, ასევე შეიძლება თან ახლდეს შეშუპება, ტკივილი, მგრძნობელობის დაქვეითება, შესაძლოა მეორადად განვითარდეს ბაქტერიული ინფექცია, აქედან გამომდინარე
ყველაზე მნიშვნელოვანია ექიმმა დროულად ამოიცნოს ყველა ეს საშიშროება…“,– ამბობს დერმატო-ვენეროლოგი.