VIDE0: თუ თქვენ, ზაფხულში მანქანაში დატოვებული ბოთლიდან წყალს სვამთ, ეს ვიდეო არ უნდა გამოტოვოთ

წყლის ბოთლი

“ზაფხული და მანქანაში დატოვებული პლასტმასის ბოთლი - შეიძლება თუ არა იმ ბოთლიდან წყალი ან წვენი დალიოთ?“ - გიორგი ღოღობერიძემ ამ თემაზე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

როგორც გიორგი ღოღობერიძე ამბობს, შესაძლოა ერთჯერადად, პლასტმასის ბოთლიდან დალეული სითხე მავნე შედეგის მომტანი არ იყოს, თუმცა მისი მრავალჯერადად მოხმარება უკვე დროთა განმავლობაში აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. ექიმის განმარტებით, პლასტმასში შემავალი ნივთიერებები გადადის შიგთავსში და ორ ისეთ ნივთიერებად გარდაიქმნება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე. 

ექიმი განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვებზე ამახვილებს და გვაფრთხილებს, რომ ბავშვებს ზაფხულში მანქანაში დატოვებული პლასტმასის ბოთლიდან წყალი ან წვენი არ დავალევინოთ.