Tasmin: ირანსა და ევროპულ ქვეყნებს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ

jj

ირანმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება შესაძლოა მომავალ კვირაში გამართონ. ინფორმაციას სააგენტო Tasmin ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა შეხვედრის თარიღისა და ადგილის შესახებ კონსულტაციები გრძელდება.