ცნობილია, რა განაჩენი გამოუტანა სააპელაციომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ჯაიანს
1753107939
ინგოროყვას კლინიკაში ქალი კლინიკის პერსონალს თავს დაესხა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
ვიდეომასალაში ჩანს, რომ პაციენტი კლინიკის თანამშრომელს ყელის არეში ესხმის თავს, შემდეგ კი ძირს აგდებს და ურტყამს.
მომხდართან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ ინგოროყვას კლინიკის იურისტს, თამარ როყვას ესაუბრა.
„ჩვენთან, კლინიკაში 37 წლის ქალი შემოიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასასტაბილურებლად უტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები, ნახევარ საათში, აბსოლუტურად მოულოდნელად, ჩვენს ექთანს თავს დაესხა. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის, ზედაპირული დაზიანებები აქვს მიღებული.
ჩვენი მხრიდან, მყისიერი რეაგირება მოხდა. დაცვის სამსახური მაშინვე ჩაერთო, საპატრულო პოლიცია მაშინვე გამოიძახეს. აღნიშნული ქალი შესაბამის საგამოძიებო უწყებაშია გადაყვანილი“, - განმარტავენ კლინიკაში.