მაქსიმალურად ვცდილობთ სრულად ავითვისოთ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი - სულხან თამაზაშვილი

სულხან თამაზაშვილი

გადაცემაში „იმედის კვირა“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი ავითვისოთ. კურორტ გოდერძიზე 40-მდე ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომლის ნაწილიც უკვე დასრულებულია. ჯამში, ველოდებით 250 მილიონამდე ლარის ინვესტიციას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც აუცილებლად არის სისრულეში მოსაყვანი“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გრძელვადიანი სტრატეგიაა, რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობის და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი - ინტენსიურად მიმდინარეობს სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განვითარება. გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმამ კურორტი გოდერძი ევროპის საუკეთესო ზამთრის კურორტად დაასახელა.