„სოციალურ ქსელში მასთან ერთად ფოტოებს აქვეყნებდა...“ - რას წერს თურქული მედია ბათუმში მოკლულ ბიზნესმენზე

turqi

თურქული მედია ბათუმში მოკლულ ბიზნესმენზე.

„საქართველოს ბათუმის ქალაქში „Tekinler Gayrimenkul“-ის მფლობელი, ბიზნესმენი ჰაკი თექინი ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც შემთხვევის ადგილას მყოფი თვითმხილველი აცხადებს, ბათუმის ცენტრში, რესტორნის წინ მჯდომ ჰაკი თექინს მოტოციკლით მყოფმა პირმა ხუთჯერ ესროლა, შემდეგ კი იმავე მოტოციკლით მიიმალა.

ხუთი ტყვიიდან ოთხი თექინს მოხვდა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

მოტოციკლით განხორციელებული თავდასხმის მოტივები და თავდამსხმელის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. თექინი სოციალურ ქსელში მაკედონიაში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებდა, რომლებშიც „კრიმინალურ ავტორიტეტად“ მიჩნეულ სედათ ფექერთან ერთად არის გამოსახული“

შეგახსენებთ, რომ  ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა.