ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება - რას გვიმზადებს 2027 წელი
1793997405
ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი ქართულ სუფრაზე ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტის – ჯონჯოლის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს.
როგორც არუნ ხათრი აღნიშნავს, თავად ჯონჯოლს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს და სუფრასთან ყოფნისას პირველ რიგში სწორედ მას ეძებს.
„თუ სადმე სუფრაზე ვარ, ვეძებ, სად არის ჯონჯოლი. ყველა მეუბნება, ხორცი ჭამე, მაგრამ ხორცის ჭამამდე ჯონჯოლს ვჭამ. სასარგებლოა, გემრიელია. ხორცის ჭამამდე ფერმენტირებული ნებისმიერი ბოსტნეული უნდა ჭამო“, – ამბობს არუნ ხათრი.
მისივე განმარტებით, ჯონჯოლზე ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ის მცირე რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს.
არუნ ხათრი ასევე საუბრობს ფერმენტირებული პროდუქტების მნიშვნელობაზე ნაწლავების სასარგებლო ბაქტერიებისთვის.
ჯონჯოლი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ტრადიციული მწნილია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სუფრებზე და ხორცეულთან ერთად ხშირად მიირთმევენ.