დარღვევის შემთხვევაში მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება... - ახალი რეგულაცია 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
1788036274
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს, ამჯერად ის ჰემოგლობინის თაობაზე წერს.
„დაბალი ჰემოგლობინი ბავშვებში...რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?ჰემოგლობინი სისხლის მნიშვნელოვანი კომპონენტია,რომლის მეშვეობითაც ჟანგბადი მიეწოდება სხვადასხვა ქსოვილებს.... მისი დაქვეითება ხშირად ანემიის ნიშანია, ბავშვებში კი ყველაზე გავრცელებული ანემიაა-რკინადეფიციტური ანემია...ბავშვი შეიძლება იყოს ფერმკრთალი, ადვილად იღლებოდეს, ჰქონდეს სისუსტე, გაღიზიანებადობა, მადის დაქვეითება, ძილიანობა, თავის ტკივილი ან გულისცემის აჩქარება. პატარა ასაკში ხანგრძლივმა რკინის დეფიციტმა შესაძლოა ყურადღებასა და განვითარებაზეც იმოქმედოს.დაბალი ჰემოგლობინის აღმოჩენისას მხოლოდ რკინის პრეპარატის დანიშვნა ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება არ არის. საჭიროა მიზეზის გარკვევა, სისხლის საერთო ანალიზის შეფასება და საჭიროების მიხედვით ფერიტინისა და რკინის ცვლის სხვა მაჩვენებლების განსაზღვრა,ამ გადაწყვეტილებას კი ღებულობს ექიმი პეტიატრი ან ჰემატოლოგი...კვებაში მნიშვნელოვანია რკინით მდიდარი პროდუქტები-ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები და მწვანე ბოსტნეული. თუმცა დადასტურებული რკინადეფიციტური ანემიის დროს მხოლოდ კვება ხშირად საკმარისი არ არის და ექიმი ნიშნავს რკინის პრეპარატს შესაბამისი დოზითა და ხანგრძლივობით.ჩვენ ანემიას მხოლოდ ციფრებით არ ვუმკურნალებთ,მთავარია გავარკვიოთ, რატომ დაიკლო ჰემოგლობინმა...ამის გარკვევა კი მხოლოდ ექიმს შეუძლია შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით“ - წერს პედიატრი.