UFC-ის ცნობილი მებრძოლი დააკავეს
1782417196
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, გადაცემაში "დღის პოსტი", განმარტავს, თუ რატომაა საზამთროს გარეცხვა აუცილებელი.
„საზამთრო ფორმირების დაწყებიდან დამწიფებამდე, მთელი ამ ხნის განმავლობაში მიწაზე დევს, შეიძლება პათოგენები აიღოს. როდესაც ამ დაბინძურების სრულყოფილად გარეცხვა და მოცილება ვერ ხდება, გაჭრის პროცესში, დანის საშუალებით, ეს დაბინძურება შეიძლება შიგნითა ზედაპირზე გადავიდეს და ამან ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. საზამთროს სეზონი ჩემთვის ივლისიდან იწყება, როდესაც ის საქართველოშიც შემოდის",- ამბობს ირაკლი არაბული.