„საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი მაინც რინოპლასტიკაა. არაქირურგიული პროცედურებიდან კი - ტუჩების გადიდება“ - რას ამბობს კოტე მათითაშვილი ამ ტენდენციაზე

lips

ქართველი ქალბატონები პატარა ცხვირის სურვილს, 1956 წლიდან მოყოლებული, პლასტიკური ქირურგის კარამდე მიჰყავს. და თუ ადრე, "გაკეთებული" ცხვირი თვალში საცემი და საჭორაო იყო, დღეს რინოპლასტიკა რიგით პროცედურად იქცა. ხელოვნური ინტელექტის საუკუნეში ხომ, ყველაფერმა ხელოვნურმა "ბუნებრივი" იერი მიიღო. შედეგად კი, ინდივიდუალობა გამოცლილი, ერთმანეთს მიმსგავსებული სახე-ნაკვთები მომრავლდა.

როგორც გავარკვიეთ, პლასტიკურ ოპერაციებს შორის, რინოპლასტიკა ისევ მოწინავე ადგილს იკავებს, ხოლო არაქირგიული პროცედურების ლიდერი ეგრეთ წოდებული ტუჩების "დაბერვა" და სახის ბოტოქსია.

ბოტოქსს 80-იანი წლებიდან იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ისე კოსმეტიკური მიზნითაც. კანში მისი შეყვანა იწვევს კუნთების დროებით დამბლას, პარეზს. რამდენიმე ხნის შემდეგ პარეზი გაივლის, მაგრამ იზღუდება მიმიკა, მაგალითად, წარბების შეყრისას ნაოჭები აღარ იკვეთება. სწორედ ამიტომ, მასზე, თანამედროვე მსახიობების გარკვეული ნაწილი უარს ამბობს, რადგან ემოცია და მიმიკა მათი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. დაბოტოქსებულ სახეზე კი მიმიკა, ფაქტობრივად არ იკვეთება.

არადა, ამ ცდუნებისგან თავის შეკავება როგორია?! თვალის გარშემო მიყრილი ნაოჭი, ე.წ. - "ბატის ფეხები" ან წარბებს შორის გაწოლილი ნერვების მომშლელი ნაოჭი რომ გაქრება, რამხელა სიმშვიდეა ქალისთვის. 

თუმცა, ბოტულოტოქსინი დაბერების პროცესს ვერ აჩერებს - იმ სამი თვის განმავლობაში (სანამ ბოტოქსის ეფექტი გასტანს) კანი ჩვეულებრივ ბერდება და როცა ბოტულოტოქსინის მოქმედების ვადა ამოიწურება, ნაოჭები ერთბაშად იჩენს თავს. ამრიგად, ბოტოქსი კი არ აფერხებს, არამედ განსაზღვრული ხნით ნიღბავს კანის დაბერების ბუნებრივ პროცესს.

პატარა ცხვირს ქალბატონები დიდ ტუჩებს უხამებენ. ითვლება, რომ სქელი ტუჩები მეტ მომხიბვლელობას და სექსუალობას სძენს სახეს. 

და როგორი სურათია ტუჩის გადიდებასთან დაკავშირებით? ტენდენციურად, ქალბატონები მუხრუჭს ვეღარ ხვდებიან და სპორტული ინტერესით, უფრო და უფრო "იბერავენ" ტუჩს.

რას შვება ამ დროს ექიმი?

კოტე მათითაშვილი გვპასუხობს.

"საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი მაინც რინოპლასტიკა რჩება. არაქირურგიული პროცედურებიდან - ტუჩების გადიდება და სახის ბოტოქსი ლიდერობს. 

რაც შეეხება ტუჩის გადიდების პროცედურით ქალბატონების გატაცებას - ეს ექიმის კომპეტენციაზეა დამოკიდებული. ექიმის კომპეტენცია კი მდგომარეობს იმაში, რომ პაციენტმა დაგიჯეროს. მე, რა თქმა უნდა, მიჯერებენ. არსებობს გარკვეული პროტოკოლები, რომლის მიხედვითაც ადამიანმა სამედიცინო ეთიკის დაცვით უნდა იმოქმედოს. თუ ქალბატონი ამას დაიცავს, ბედნიერად იცხოვრებს მთელი ცხოვრება. მის ჭკუას და არაკომპეტენტურ სპეციალისტს თუ ენდო, მაშინ კარგად ვერ იქნება საქმე" - ამბობს პრაიმტაიმთან" პლასტიკური ქირურგი. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა, რადგან მან იცოდა, რომ ბუბა უმისოდ ვერ გაძლებდა. ირინა კი ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი“ - ლეგენდის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

12-13 წლის ვიყავი, ბებია ტიროდა - მა­მაშენი გარდაიცვალაო. ყვავილები მიყიდეს და... უნახავი მამა ვნახე... პანაშვიდიდან მკვდარი წამოვედი...“ - გია ფერაძის გარდაცვალებიდან 28 წელი გავიდ