სახლი წელიწადში გენერალურად სამჯერ უნდა დაალაგოთ - ექსპერტი მიზეზს განმარტავს

დალაგება

ახალ წლამდე საუკეთესო დროა კარადების, უჯრების, თაროებისა და სხვა სივრცეების დასალაგებლად.

სახლში სივრცის ორგანიზების ექსპერტი როზენტალი რეკომენდაციას იძლევა, რომ დალაგება წელიწადში სამჯერ ჩატარდეს, სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით (აპრილი - საგაზაფხულო დალაგებისთვის, აგვისტო - სასწავლო წლის დასაწყისისთვის და დეკემბერი - დღესასწაულებისთვის მოსამზადებლად). როგორც გამოცემა Southern Living წერს დეკემბრის დალაგების გამოტოვება არ ღირს.

„ახალ წლამდე დალაგება ქაოსთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ, რა გვაქვს უკვე, და გავათავისუფლოთ ადგილი ყველაფრისთვის, რაც მომავალში შეიძლება დაგვემატოს“, - განმარტავს ექსპერტი.

როზენტალი ყოველთვის იწყებს იმით, რომ კლიენტებს ეკითხება, იყენებენ თუ არა ამ ნივთს აქტიურად.
„თუ პასუხი დადებითია, დაფიქრდით, გამოიყენეთ თუ არა ის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. თუ არა, მაშინ დროა  გაჩუქების, გადაგდების ან მეორად მაღაზიაში ჩაბარების“, — ამბობს ის.

როზენტალი აღნიშნავს, რომ ახალ წლამდე გენერალური დალაგება შეიძლება დამღლელი იყოს, ამიტომ პროცესის გასამარტივებლად რეკომენდაციას იძლევა ყურადღება გაამახვილოთ ყველაზე მეტად გადატვირთულ სივრცეებზე. ასეთ ადგილებად შეიძლება ჩაითვალოს სამზარეულო და მისაღები.