ვრცელდება ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალები
1766947137
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად.
მათივე ცნობით, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
“დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.