ტემპერატურა დღისით -5°-მდე დაეცემა, მოსალოდნელია თოვლი! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1766779519
კანადაში თითქმის ერთი წელია ვერ პოულობენ ლატარიის გამარჯვებულს, რომელმაც ერთი მილიონი კანადური დოლარი მოიგო. ამის შესახებ კანადური გამოცემა Global News წერს.
ლატარიის Loto-Québec გათამაშება 2025 წლის 4 იანვარს გაიმართა. მთავარი პრიზი კვებეკის პროვინციის ლავრენტიდის რეგიონში მცხოვრებ ერთ-ერთ პირს შეხვდა, თუმცა გამარჯვებული დღემდე არ გამოცხადებულა თანხის მისაღებად.
ლატარიის წესების მიხედვით, მოგება უნდა გაიცეს ერთი წლის განმავლობაში, ხოლო თუ თანხა არ მოითხოვეს, იგი სხვა მოთამაშეებს შორის ნაწილდება. თუ ეს მოუცლელი კანადელი 4 იანვრამდე არ გამოჩნდება, ის რისკავს, რომ მილიონი კანადური დოლარი დაკარგოს.