ინფორმაცია მათთვის, ვინც რიკოთის მიმართულებით გადაადგილებას გეგმავს
1766818181
უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა გამოააშკარავეს დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მოქმედი დეპუტატები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დეპუტატები სისტემატურად იღებდნენ ქრთამს უკრაინის უმაღლეს რადაში კონკრეტულ კენჭისყრაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის სანაცვლოდ. საქმის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
მანამდე მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებლები ახორციელებდნენ მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ წევრის, იური კისელის ფარულ მიყურადებას.
მედიის ცნობით, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ცდილობდნენ, როდესაც მათ სახელმწიფო დაცვის სამსახურმა წინააღმდეგობა გაუწია. როგორც უკრაინული მედია წერს, გამომძიებლები საბოლოოდ შენობაში შეუშვეს.