ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
ზაფხულის ცხელ დღეებში ბევრი ადამიანი იყენებს კონდიციონერს, რათა სიგრილე და კომფორტი შეინარჩუნოს. თუმცა, ეს საკმაოდ ძვირი ჯდება და შესაძლოა დაფიქრდეთ იმაზე, ღირს თუ არა სისტემის გამორთვა სახლიდან გასვლისას. ამის შესახებ Martha Stewart წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სპეციალისტების აზრით, თქვენი არყოფნის დროს კონდიციონერის გამორთვა არ ღირს. მათ განმარტეს, რომ მოწყობილობის სრულად გამორთვის შემთხვევაში, სისტემას მოგვიანებით მოუწევს „დანაკარგის ანაზღაურება“ საჭირო ტემპერატურის მისაღწევად, რადგან შენობა ძლიერად გაცხელდება.
„როდესაც სახლში ბრუნდებით და სისტემას რთავთ, მას მოუწევს 100%-ით და ბევრად უფრო ხანგრძლივად მუშაობა, რათა ტემპერატურა კვლავ კომფორტულ დონემდე დაიყვანოს. ეს სისტემაზე ზედმეტ დატვირთვას ქმნის და ასევე ნიშნავს, რომ მოწყობილობა გაცილებით მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ის უბრალოდ ჩართული დარჩებოდა და თქვენს არყოფნაში სიგრილეს შეინარჩუნებდა“, - ამბობს კომპანია iHeat-ის საოპერაციო მენეჯერი სტივენ დეი. „დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ ზომიერი დაყენებული ტემპერატურა და გამოიყენეთ ინვერტორული ტექნოლოგია სიმძლავრის დასარეგულირებლად საჭიროებისამებრ, ამით სისტემის მექანიკური ნაწილები მნიშვნელოვნად ნაკლებ დატვირთვას განიცდიან“, - განმარტა მან.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კონდიციონერი არ უნდა გამორთოთ, ეკონომიაა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სახლიდან გასვლისას კონდიციონერის სრულად გამორთვამ შესაძლოა იმდენი ფული ვერ დაგიზოგოთ, რამდენიც გგონიათ. სტატიაში ნათქვამია, რომ თუ სახლში ზედმეტად დაცხება, თქვენი დაბრუნების შემდეგ ტემპერატურის დასაწევად სისტემას გაცილებით ინტენსიურად მოუწევს მუშაობა.
გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, თქვენს არყოფნაში ჩართული კონდიციონერი სახლში ტენიანობის კონტროლს უწყობს ხელს, განსაკუთრებით თუ ძალიან ტენიან კლიმატში ცხოვრობთ, რადგან ზოგადად ტენიანი ჰაერის გაგრილება უფრო რთულია.
„როდესაც კონდიციონერი გამორთულია, სახლში ტენიანობა სწრაფად იზრდება. მას ავეჯი და სამშენებლო მასალები იწოვს. კონდიციონერის ხელახლა ჩართვისას, მას ზედმეტი ტენის მოცილება უწევს არა მხოლოდ ჰაერიდან, არამედ სახლში არსებული ყველა მასალიდან. შესაძლოა მთელი ღამე დასჭირდეს, რომ სისტემამ ამ ამოცანას სრულად გაართვას თავი, ხოლო მაღალი ტენიანობა ობის გაჩენის რისკს ზრდის“, - აღნიშნა უოტკინსმა. ის გვირჩევს, რომ თუ ჩახუთულ და ტენიან კლიმატში ცხოვრობთ, სახლიდან გასვლისას თერმოსტატზე ტემპერატურა 3–5 გრადუსით ასწიოთ.