როგორ ვიშოვოთ დიდი რაოდენობის თანხა - რას გვირჩევენ მილიარდერები

მილიარდერები

სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი ტეილორ სვიფტი, ოპრა უინფრი - დღეს ისინი ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში წამყვან ადგილებს იკავებენ.   როგორც ცნობილი სახეები ამბობენ, თუ გინდათ, რომ დიდი თანხის მფლობელები გახდეთ, პირველ რიგში აზროვნება უნდა შეიცვალოთ და თქვენი ცხოვრების ყოველი დღე წინასწარ დაგეგმოთ.  როგორც სტივ ჯობსმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა,  გამდიდრებისკენ გადადგუმილი პირველი ნაბიჯი ყოველთვიურად თანხის მცირე რაოდენობით დაზოგვაა.  მისი თქმით,დიდი მიზნებისკენ სწრაფვა პატარა ნაბიჯებით იწყება. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ თქვენი ხელფასიდან  მინუმუმ 20%-ს მაინც გადაინახავთ. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს მომზადებული დახვდეთ. Forbes-ის მონაცემებით, მარკ ცუკერბერგის ქონება 167,9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.  სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი საზოგადოებას ურჩევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი შემოსავალი საგრძნობლად მოიმატებს, თავს უფლება არ მისცეთ მისით სრულად ისარგებლოთ. მისი თქმით, კარგი იქნება თუ სუპერმარკეტებში წასვლამდე წინასწარ შეადგენთ იმ პროდუქტების სიას, რომლის ყიდვაც გინდათ. ასევე ტანისამოსის შეძენისას არ დაგავიწყდეთ პრინციპი - „იყიდეთ მხოლოდ ის, რაც რეალურად გჭირდებათ. ბიზნესმენის თქმით, არასდროს დაკმაყოფილდეთ შემოსავლის მხოლოდ 1 წყაროს ქონით - ეცადეთ, პარალელურად რამდენიმე სამუშაოთი დაკავდეთ. ილონ მასკის ქონება კი 206 მილიარდი დოლარია. თუმცა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცის წოდების მიუხედავად, ბიზნესმენს დღემდე საკუთარი სახლი არ აქვს. სფეის იქსის დამფუძნებელი ცდილობს, ფული უსარგებლო ნივთებში არ დახარჯოს და ის უფრო დიდი მიზნების განხორციელებისთვის გამოიყენოს.  მასკის თქმით, როცა სამსახურში გარკვეულ ანაზღაურებას შემოგთავაზობენ, ყოველთვის შეგიძლია, თავაზიანად უფრო მეტი მოითხოვო. თუ შენს ნათქვამს ულტიმატუმის სახე არ ექნება, მაშინ იმას მიიღებ რაც შენ გინდა.   ტეილორ სვიფტი 34 წლისაა და ის უკვე ფორბსის მილიარდერთა სიაშია. საზოგადოებას ხშირად უჩნდება კითხვა, თუ როგორ შეძლო ერთმა პატარა ქანთრის მომღერალმა გოგონამ ამხელა სიმდიდრის დაგროვება. გამოცემა „ფიფოლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ იმისთვის რომ ფულის დაზოგვა შევძლოთ, აუცილებელია ხარჯები განუწყვეტლივ აღვრიცხოთ. სვიფტის თქმით, ეს ყველაფერი ნათლად დაგვანახვებს იმას, თუ სად დაიხარჯა  თანხა, რომელიც შეიძლებოდა დაგვეზოგა. მაგალითად, თუ ჩამოვწერთ ერთი თვის, ან თუნდაც, ერთი კვირის ხარჯს შეიძლება სინდისმაც შეგვაწუხოს, როგორ შეიძლებოდა ასე დაუფიქრებლად დაგვეხარჯა ფული.  რაც შეეხება ოპრა უინფრის. ლეგენდარულ ტელეწამყვანს თანხის დაზოგვასთან დაკავშირებით თავისი მიდგომები აქვს. მისი თქმით, აუცილებელია, მოთხოვნილებებისა და საჭიროებებისერთმანეთისგან გამიჯვნა ვისწავლოთ.  ასევე მედიის დედოფალი გვირჩევს სწორი მიზნები დავისახოთ და არაფერს მივცეთ საშუალება მისკენ მიმავალ გზაზე ჩვენთვის დაბრკოლებად იქცეს. „ეცადეთ, თავი აარიდოთ იმპულსურ ხარჯვას - ვიცი, რთულია ტენდენციებს არ აჰყვე, მაგრამ ხშირად პატარა ნივთების შეძენა - დიდ თანხებს გვართმევს“,- ამბობს ოპრა.   მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ერთხმად თანხმდებიან, რომ ყველა მიზნის მიღწევა შესაძლებელია - მთავარია ეს გინდოდთ!