"ისე ცუდად დაიწყო ეს წელი, არც კი ვიცი, როგორი გაგრძელება ექნება..." - ნუცა ცისკარიშვილი
1769108603
დიდთოვლობისა და ყინვების გამო, მოყინულ ზედაპირზე ხახუნის ძალა მაქსიმალურად მცირდება, რის გამოც ადამიანს ფეხი უცურდება და ეცემა.
ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავებულად ეცემიან. ქალი მოცურებულ ზედაპირზე დავარდნისას საჯდომით ეცემა, მამაკაცი კი - ზურგით.
იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ყინულზე სიარული ვისწავლოთ. პირველ რიგში, ვეცადოთ, ვიმოძრაოთ ისე, რომ რამეზე ჩაჭიდების საშუალება გვქონდეს.
ვიაროთ მოკლე და ნელი ნაბიჯებით. მოვერიდოთ მკვეთრ მოძრაობებს. ამოვიღოთ ხელები ჯიბეებიდან, რომ შევინარჩუნოთ სხეულის ბალანსი და რაც მთავარია, სწორად შევარჩიოთ ფეხსაცმელი.
არსებობს საშუალებები, რომლებიც ფეხსაცმელს მოძრაობისას უფრო მყარს და ნაკლებად ცურვადს ხდის. ქსოვილოვანი ლეიკოპლასტირი, რომელიც ფეხსაცმლის ძირზე მაგრდება, წინდები, რომლებსაც ფეხსაცმლის ზემოდან ვიცვამთ და უნიკალური საშუალება ყინულმავლები, რომლებსაც ფეხსაცმელებზე ვამაგრებთ.
არსებობს სხვა, ინდივიდუალური მიდგომებიც - პირადი გამოცდილებით, ყინულზე სიარულისთვის ყველას თავისი მეთოდი აქვს.