ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი, ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - პრემიერი

კობახიძე

ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელი არ არის ეს დისკუსია მხოლოდ პოლიტიკოსებთან გაიშალოს.

„ჩვენ მზად ვართ საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსიისთვის. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან უფრო მეტად ველოდებით ჯანსაღ დისკუსიას და ამის ობიექტურ ინტერესს. როდესაც ფორმატებზეა საუბარი, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის დებატებზე, რა თქმა უნდა, დებატების ეს ფორმაც აუცილებელია, არა მარტო მიზანშეწონილია, რომ არსებობდეს, არამედ აუცილებელია, პირველ რიგში, პოლიტიკური სუბიექტები უნდა პაექრობდნენ ერთმანეთთან იმისათვის, რომ საზოგადოებას გააგებინონ სიმართლე და გააკეთებინონ ინფორმირებული არჩევანი, მაგრამ ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც, მაგალითად ამა თუ იმ დარგის ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, რაც, ბუნებრივია, არანაკლებ ღირებულია თუ არა უფრო მეტად ღირებული.  ვფიქრობ, რომ ეს დებატები უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ვიწრო გაგებით პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური დისკუსია, რისთვისაც ჩვენ ასევე მზად ვართ“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.