ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
რაც არ უნდა კარგად უვლიდეთ, ნაკაწრებს მობილური ტელეფონისნეკრანზე ვერ ასცდებით. მით უმეტეს, თუ სახლში ბავშვია. სამაგიეროდ, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც თქვენს გაჯეტზე წვრილმან დაზიანებებს შეუმჩნეველს გახდის. წარმოგიდგენთ ამ ჯადოსნურ ხერხებს
1. კბილის პასტა
ნაკაწრების მოსაშორებელ ერთ-ერთი საშუალება თქვენს აბაზანაშია. ეს ნამდვილი პასტა უნდა იყოს და არა გელი. აი, როგორ უნდა მოიქცეთ:
ცოტაოდენი კბილის პასტა ბამბის ტამპონზე დაიტანეთ. ფრთხილად გაწმინდეთ გაკაწრული ადგილი. შემდეგ ეკრანს ნესტიანი რბილი ქსოვილი მოუსვით, რათა ზედმეტი პასტა მოშორდეს.
2. საავტომობილო საშუალებები
შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაკაწრებისა და ბზარების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებსაც ავტომობილის ზედაპირებზე ხმარობენ. დაიტანეთ კრემი სუფთა, რბილ ქსოვილის ნაჭერზე და გაწმინდეთ ეკრანი.
3. საჭმელი სოდა
შეურიეთ ერთმანეთს 2 წილი სოდა და ერთი წილი წყალი. მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ამ მასით დაასველეთ რბილი ქსოვილი და ეკრანი გაწმინდეთ. მასის ნარჩენები კი ნესტიანი ჩვრით მოაცილეთ.
4. ბავშვის ტალკი
სოდის ნაცვლად შეგიძლიათ ტალკიც გამოიყენოთ. ზუსტად იმავე პრინციპით, როგორც სოდა.
5. მცენარეული ზეთი
მცენარეული ზეთი ნაკაწრებს გარკვეული დროის განმავლობაში შეუმჩნეველს გახდის. ერთი წვეთი ზეთიც საკმარისია, რომ ეკრანმა პირვანდელი ელვარება დაიბრუნოს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღით.