1753723860
როგორ უნდა დავიმუშაოთ ცხოველის ნაკბენი სახლის პირობებში სწორად - სპეციალისტი საუბრობს

ბავშვთა ქირურგი, ლალი ჩხეიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, თუ როგორ უნდა დავამუშაოთ ცხოველის ნაკბენი სახლის პირობებში სწორად, რომ გართულებები თავიდან ავირიდოთ:
„სახლის პირობებში, შეგვიძლია, გამდინარე, საპნიანი წყლით ჭრილობა მრავალჯერადად ჩამოვბანოთ. კონცენტრაციას, თუ ნერწყვის რა რაოდენობა ხვდება ჭრილობაში, დაავადების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ანტისეპტიკური ხსნარები გვაქვს, ჭრილობა სუფთად უნდა გადავახვიოთ და ამის შემდეგ შესაბამის დაწესებულებას აუცილებლად უნდა მივმართოთ, სადაც ქირურგი ჭრილობას სრულყოფილად შეაფასებს".