როგორ მივიღოთ ჩია სწორად - ყველაფერი, რაც ჩიას თესლის შესახებ უნდა იცოდეთ

ჩია

ჩიას თესლებმა დაიმკვიდრეს ადგილი იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც ადამიანებს წონაში კლებაში ეხმარებიან.

თესლი და თხილი არის ნებისმიერი ჯანსაღი დიეტის განუყოფელი ნაწილი. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც არ უნდა გვიყვარდეს თხილეულობა, ისინი უსამართლოდ ბევრ კალორიას შეიცავენ.

განსხვავებული შემთხვევაა მექსიკასა და გვატემალაში გავრცელებული უდაბნოს მცენარის Salvia hispanica-ს თესლი. სითხესთან შეხებისას ისინი ზომაში თორმეტჯერ იმატებენ და ჟელედ იქცევიან. ეს მცენარე დღეს მთელ მსოფლიოში ჩიას სახელით არის ცნობილი.

ჩიას თესლი მდიდარია ისეთი ელემენტებით, როგორიცაა მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, თუთია და ფოსფორი. თესლები შეიცავენ A, C, B ჯგუფის ვიტამინებს. ამასთან, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა, ომეგა-3 და ომეგა-6, სრულად აკმაყოფილებს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა მოთხოვნილებას.

ჩიას რეინკარნაციის ეს სასწაულებრივი უნარი განპირობებულია თესლში უხსნადი ბოჭკოების მაღალი შემცველობით, ნახშირწყლებით და გრძელი ასიმილაციის ჯაჭვით. მხოლოდ რამდენიმე ჩაის კოვზი თესლიდან შეგიძლიათ მიიღოთ რამდენიმე ადამიანისთვის საკმარისი კერძი, რომელიც სასიამოვნო იქნება როგორც თვალისთვის, ასევე კუჭისთვისაც. თესლი შეგიძლიათ გამოიყენოთ მშრალ ფორმაში ან სასმელების, სალათების, სოუსების და მარცვლეულის დანამატად.
 
ერთი სუფრის კოვზი (დაახლოებით 30 გრამი) ჩია შეიცავს დაახლოებით 11 გრამ ბოჭკოს, რაც დიეტოლოგების მიერ რეკომენდებული დღიური რაოდენობის მესამედია.

ასი გრამი მშრალი ჩიას თესლი შეიცავს 31% ცხიმს (3% გაჯერებულია, დანარჩენი არა), 17% ცილა, 42% ნახშირწყლები, საიდანაც 34% არის ბოჭკოვანი. ჩიას ენერგეტიკული ღირებულებაა 486 კკალ.

ჩიას თესლის შემადგენლობაში მთავარი მახასიათებელია ომეგა -3 უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა. ჯანსაღი ცხიმის ამ სპეციალურ ტიპს ადამიანის ტვინი და ნერვული სისტემა ითხოვს, როგორც გამოჯანმრთელებისა და განვითარების აუცილებელ პირობას.

ომეგა-3 მჟავები აუცილებელია წონის დაკლებისთვისაც – ისინი აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას და „გამოდევნიან“ ძველ ცხიმოვან უჯრედებს.

ჩიას ჭამამდე რეკომენდებულია მისი წყალში ან რძეში წინასწარ გაჟღენთვა 20-30 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ჩია მარცვლეულებს, იოგურტებს, სმუზს, წვენებს, შეიკებს, სალათებსა და დესერტებს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩია ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას და, შესაბამისად, არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აქვს ნორმაზე დაბალი წნევა.